4 სექტემბერი, 2019

ლაშა მარგიანი პოლიტიკაში მიდის

ლაშა მარგიანი პოლიტიკაში მიდისპოეტი ლაშა მარგიანი პოლიტიკაში მიდის. ამის მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია :

“იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენს თავს ხდება, პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ, საკუთარი უმნიშვნელობის დაძლევაა, რომ თითქოს არაფერი შეგვიძლია, რომ თითქოს ვერაფერს შევცვლით.

ჩვენ გამო და ჩვენ მაგივრად მიღებული გადაწყვეტილებებით კი ყველა ვხედავთ, როგორც ვართ და სადაც ვართ.
შესაძლოა, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ მე ვიცი ამ სიტყვების სიმართლე, საკუთარი თავისაც და დროა, თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, თუ არა და ამას ჩვენს ნაცვლად ისევ სხვები გააკეთებენ, როგორც აქამდე იყო და ისევ ჩვენი დედების ტირილით დასრულდება ყველაფერი.

მოკლედ, ისედაც სულ ამ გზის სიახლოვეს დავდიოდი და მართალია, არცერთხელ არ გადამიკვეთავს ის, ახლა მივიღე გადაწყვეტილება, რეალურად და აქტიურად ჩავერთო პოლიტიკურ პროცესებში.

მაინტერესებს, თქვენგან ვინ გამომყვება ამ გზაზე, თუნდაც ეშმაკთან შევკრა ზავი.

ბუნებრივია, არც ეშმაკთან მისვლას ვაპირებ და არც მის ტარტაროზებთან, უბრალოდ, საქმე რომ ადვილი არ არის ამას ვგულისხმობ და მაინტერესებს, ვინ იქნება ჩემთან ერთად.

ძალიან გთხოვთ, ისეთი კითხვებისგან, “ვისთან მიდიხარ”, “სად მიდიხარ” და ა.შ. თავი შეიკავოთ.

მე მაინტერესებს, ვის სჯერა ლაშა მარგიანის, რომ ქვეყნისთვის ცუდს არც გაიფიქრებს და არც გააკეთებს, მაინტერესებს ხალხი, ვინ მენდობა და ვინც ნებისმიერ გადაწყვეტილებაში გამომყვება.”