12 სექტემბერი, 2019

კინოთეატრი “აპოლო” იყიდება

კინოთეატრი "აპოლო" იყიდებათბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “აპოლო” იყიდება. “აპოლო” თბილისში 1909 წელს გაიხსნა და იმ დროისთვის ყველაზე დიდი კინოთეატრი იყო ევროპაში.

წლების წინ შენობაში ხილ-ბოსტნეულის მაღაზია იყო გახსნილი. უნიკალური შენობის გადასარჩენად არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ინფორმაციას “აპოლოს” გაყიიდვის შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე ავრცელებს:

“ვინ იყიდის აპოლოს? მხოლოდ 12 მილიონი დოლარი ღირს…

როცა 3 მილიონად იყიდებოდა, არც სამინისტრომ იყიდა და არც ქალაქმა…

სს “ქართულმა ფილმმა” გაყიდა ის 2001 წელს 250 000 დოლარად.”