ხმა მიეცით ნინო სურგულაძეს

ხმა მიეცით ნინო სურგულაძესმეცო სოპრანოს ნინო სურგულაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

ოპერის მომღერალი წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო მეცო სოპრანო ესპანეთის წამყვანი თეატრის, კერძოდ ვალენსიის 2019-2020 საოპერო სეზონზე.

გამარჯვებისთვის სამი მეცო სოპრანო იბრძვის:
სანდრა ფერნანდესი (ესპანეთი)
ოლგა სენიაკოვა (რუსეთი)
ნინო სურგულაძე (საქართველო)

ხმის მიცემა შესაძლებლია ონლაინ, სადაც უნდა მონიშნოთ თქვენთვის სასურველი მომღერალი.

გამარჯვებული მხოლოდ ერთი კანდიდატი გახდება. ხმის მისაცემად აუცილებელია გქონდეთ გუგლის ექაუნთი.

ნომინანტებისთვის ხმის მიცემა 22 სექტემბერს ევროპის დროით 18 საათზე დასრულდება.