4 სექტემბერი, 2019

ხელოვნების სასახლის ძვირფასი ექსპონატები პრეზიდენტის სასახლეში

ხელოვნების სასახლის ძვირფასი ექსპონატები პრეზიდენტის სასახლეშიხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასახლეში საგანგებო, ერთდღიან გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

ექსპოზიცია უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერისას საქართველოში ვიზიტს ეძღვნება.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ხვალ საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერისა ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით მოგვეცა უნიკალური შანსი უცხოელი სტუმარისათვის ქართული კულტურა მთელი თავისი ხიბლითა და ბრწყინვალებით წარმოგვედგინა. სწორედ ამიტომაც, ხვალ, პრეზიდენტის სასახლეში იანოშ ადერისა ჩვენი მუზეუმის მიერ მოწყობილ გამორჩეულ ექსპოზიციას დაათვალიერებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნახატები როგორც კერძო, ისე სამუზეუმო კოლექციებიდან. ექსპოზიციაში დიდი ადგილი უკავია ქართული კლასიკური მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლების ალექსი, ივანე და ჯოვანი ვეფხვაძის ნამუშევრებს. მათ შორის იხილავთ ისეთ ცნობილ ტილოებს, როგორებიცაა დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი ვარძიაში, მეფე ერეკლე.

ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატები პრეზიდენტის სასახლეში

უნგრეთის პირველი პირი ექსპოზიციაზე დაათვალიერებს ვეფხვაძეების დინასტიის თანამედროვე წარმომადგენლის, არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილის ბრუნო ვეფხვაძის ტილოსაც „ჩემი ხატია სამშობლო“.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბრუნო ვეფხვაძეს თანადგომისათვის, იმისათვის რომ თავისი საგვარეულო კოლექციიდან ნამუშევრები ექსპოზიციისათვის ასე უშურველად დაგვითმო.

პრეზიდენტის სასახლეში მოწყობილ ერთ დღიან ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლის კოლექციიდან ლადო გუდიაშვილის ორი ნამუშევარი, გიგო გაბაშვილის „სამარყანდელი პილიგრიმები“ და პოლ ფრანკენის „თბილისი“.

ნახატები ხვალვე მუზეუმის საცავებს დაუბრუნდება. ხვალვე უნგრეთის პირველი ლედი საქართველოს ხელოვნების სასახლეს ეწვევა და ქართული თეატრის, მუსიკის და საერთოდ ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ისტორიის ამსახველ ექსპოზიციებს გაეცნობა.

ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატები პრეზიდენტის სასახლეში

პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ უნიკალური შანსისათვის, იმისათვის, რომ ქართულ სამუზეუმო კულტურას ასეთი პოპულარიზაციის საშუალება ეძლევა.”