7 სექტემბერი, 2019

ხატია ბუნიათიშვილი თბილისში დამატებით კონცერტს ჩაატარებს

ხატია ბუნიათიშვილი თბილისში დამატებით კონცერტს ჩაატარებსპიანისტ ხატია ბუნიათიშვილის საქართველოში ჩამოსვლა და კონცერტის გამართვა, მისი თანამემამულეებისთვის დიდი დღესასწაულია.

ამის დასტურია 28 სექტემბერს თბილისში დაგეგმილი კონცერტი. მასზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით რამდენიმე წუთში გაიყიდა, ამიტომ პიანისტმა მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი კონცერტი დაამატოს:

“ჩემო ძვირფასებო,

თბილისის 28 სექტემბრის კონცერტის ბილეთები რამოდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს, კონცერტზე ვერ დასწრების გამო.

გადავწყვიტეთ, ვატო კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დავამატოთ ერთი კონცერტი – 29 სექტემბერს. ვითვლი დღეებს…

ინფორმაციას, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, მოგაწვდით ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი.”