3 სექტემბერი, 2019

იტალიელი და ქართველი შემსრულებლები ბათუმის დრამატულ თეატრში

იტალიელი და ქართველი შემსრულებლები ბათუმის დრამატულ თეატრშიბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მესამე საფესტივალო დღეს მსმენელის წინაშე იტალიელი და ქართველი შემსრულებლები წარსდგებიან.

იტალიელი დირიჟორი ჯანკარლო დე ლორენცო, ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი, იტალიელი კლარნეტისტი კლაუდიო მანსუტი და ბათუმის ფესტივალის ორკესტრი ააჟღერებენ შემდეგ ნაწარმოებებს: ბეთჰოვენი – „ეგმონტი“ უვერტიურა, მოცარტი – კონცერტი კლარნეტისთვის ლა მაჟორი და ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი N5 თხზ.73.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არის პირველი კულტურული პროექტი საქართველოში, რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება. მისი დამაარსებელი მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძეა.