ირაკლი ამირეჯიბი – სამშობლოს შეწირული ვაჟკაცი

ირაკლი ამირეჯიბი - სამშობლოს შეწირული ვაჟკაციმწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი – ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში დაიღუპა. როგორც ამბობენ, იგი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა. ირაკლიმ განსაცდელში ჩავარდნილები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

მისი საბრძოლო ცხოვრებიდან ყველაზე ხშირად ერთ ეპიზოდს იხსენებენ: “ერთხელ, ირაკლი დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩაერთო, ალბათ იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა. ირაკლიმ დილის ხუთ საათზე ტამიშის ხიდთან შეხვედრა შესთავაზა. პირველი თავად მივიდა, მოვედიო, ხმამაღლა დაიძახა. ის მეომარიც გამოვიდა საფარიდან. ერთმანეთს გადაეხვივნენ და ისაუბრეს კიდეც.

ირაკლი ამ ომში დაიჭრა, მაგრამ მაინც იბრძოდა, თავდადებისთვის იგი სახელმწიფო ჯილდოზეც წარადგინეს.
ირაკლი ამირეჯიბი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, მას ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი, თუმცა თვითონ ვეღარ გადარჩა.

სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ არ დასრულებულა ფრონტის ხაზიდან ირაკლის ცხედრის გამოტანა, ამასაც ვაჟკაცები ემსხვერპლნენ.

მსახიობმა გა ფერაძემ ირაკლი ამირეჯიბს ასეთი სტროფი უძღვნა:
,,ღამე ბოღმისგან არ მძინავს,
შავი ჩამოწვა ნისლი,
რად შევარჩინოთ არძინბას
ამირეჯიბის სისხლი!..“

ირაკლის დაღუპვამ დაამწუხრა არა მარტო საქართველო, არამედ ვაჟკაცი აფხაზებიც. მათ ტამიშში ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნებართვა ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს…

როგორც ამბობენ, იმ ადგილას, სადაც ირაკლი ამირეჯიბი მოკლეს, თეთრი შროშანები ამოდისო.