12 სექტემბერი, 2019

ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ!

ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ! – ასე შეაფასა მწერალმა და პოეტმა ვაჟა ფშაველამ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა.

12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს ილია ჭავჭავაძე. თავის სიკვდილთან დაკავშირებით პოეტი ერთ-ერთ ლექსში ამბობს:

“დაე, თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;”
ილია ჭავჭავაძის მკვლელობას მისი კოლეგები ასე გამოეხმაურნენ:

“თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც ზოგიერთებს სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინა-უსწარ სიკვდილს და თვალით ვეღარა ნახავ!” – აკაკი წერეთელი.

“ილია დიდი ლამპარი იყო. ლამპარი დანთებული ჩვენი სულის საუკეთესო ეთერისაგან. უმშვენიერეს ჩვენს გრძნობათაგან აციმციმებული და ჩააქრეს იგი ტლანქად, მხეცურად მაგრამ ჩააქრეს მხოლოდ ხილული სანთელი, უხილავი კი მუდამ ჟამს ჩვენს გრძნობას და გორნებას უცხო შუქად ჩამდინარებს.” – შალვა დადიანი.

“მე ჩემ თანამოძმე ახალგაზრდა მწერალთა მხრივ გითვლით თქვენისთანა ჯურის ქვემძრომებს უღრმეს ზიზღს და ჩამოუწმენდავ ფურთხს. ჩვენ კი, შენი მოწაფენი, ჩვენო მასწავლებელო და ძვირფასო მგოსანო, შენს საფლავს შევამკობთთ ჩვენი შენდამი სიყვარულით.” – იროდიონ ევდოშვილი

“შენ გიყვარდა ხმა მტვრევისა
და მომსკდარი კლდიდან თერგი,
შენ ძირს დაგცეს ფოთოლივით
და მთასავით წამოდექი!” – გიორგი ლეონიძე

“შენ უკვდავი ხარ, ვიდრე ეს მთები
გადიქცევიან ფერმკრთალ ღრუბლებად,
ვიდრე მიწას მზე არ შესძულდება,
და საქართველოს… თავისუფლება.” – ხუტა ბერულავა.

“ეს ძაძებია? ჰო, ძაძებია,
ეს ღამეული ფერია ავი,
ბუმბერაზები როცა კვდებიან,
მაშინ დროშასაც ავლია შავი.” – ჯემალ ინჯია

“ნელი ნიავი შემოდგომის რტოებს არხევდა…
ეტლში, ვინ იცის რა ფიქრობდა ჭაღაროსანი,
როცა დუშმანი სასიკვდილო მახვილსა ლესდა.
იქ, წიწამურთან, რომ მოეკლა ხალხის მგოსანი.” – გიორგი უკლება

“ძმებო, ამხანაგებო!
აღარა გვყავს ილია;
მისი შუბლი მზიური –
ტყვიით გაპობილია…
ფიცი დავდოთ: განვაგრძოთ
ილიას გზა ნათელი,
მტერზე შურისძიება –
ეს იქნება ნამდვილი!
ფიცი დავდოთ: სამშობლოს
მივცეთ ჩვენი ცხოვრება –
მკვლელზე შურისძიება
ამით გვემახსოვრება!
ძმებო, ამხანაგებო:
აღარა გვყავს ილია:
მისი შუბლი მზიური –
ტყვიით გაპობილია…” – გალაკტიონ ტაბიძე