გიორგი გიგაშვილის მესამე ადგილი და მსმენელის პროტესტი

გიორგი გიგაშვილის მესამე ადგილი და მსმენელის პროტესტიპიანისტ გიორგი გიგაშვილის მონაწილეობა იტალიაში მიმდინარე ბუზონის რიგით 62-ე საერთაშორისო პიანისტთა კონკურსში მესამე საპრიზო ადგილით და მსმენელის რჩეულის პრიზის მიღებით დასრულდა. ქართველი მუსიკოსისთვის მესამე ადგილის მინიჭება დამსწრე საზოგადოებამ ”არას” შეძახილებით გააპროტესტა. დაჯილდოების ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საერთაშორისო ჟიურიმ გიორგი კონკურსის 6-ფინალისტს შორის დაასახელა, ამის შემდეგ კი გრანდიოზული ფინალისთვის შერჩეულ 3-კონკურსანტშიც შეიყვანა იაპონელ და ბულგარელ პიანისტებთან ერთად.

ფინალში ქართველმა მუსიკოსმა ორკესტრთან ერთად პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტი #3 შეასრულა და დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტები და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.