„ღამის სერენადები 2019“ 4 სექტემბერს თბილისში დაიხურება

„ღამის სერენადები 2019“ 4 სექტემბერს თბილისში დაიხურება4 სექტემბერს კლასიკური მუსიკის ფესტივალი, „ღამის სერენადები“ თბილისში დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე, რომელიც ორკესტრთან ერთად შეასრულებს მანუელ დე ფალიას ნაწარმოებს „ჯადოქარი სიყვარული“, მანამდე კი ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით წარმოგვიდგენს მანუელ დე ფალიას ნაწარმოებს – „სამწვეტიანი ქუდი“ და ბეთჰოვენის  სიმფონია No. 8-ს.

ღონისძიება თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ბეთჰოვენი – მე-8-ე სიმფონია

ნაწარმოებზე მუშაობა კომპოზიტორმა 1812 წლის ზაფხულში დაიწყო, მე-7-ე სიმფონიის დასრულებიდან სულ რამოდენიმე თვეში. ბეთჰოვენი მაშინ 41 წლის იყო. ნამუშევარი ბეთჰოვენმა სულ რაღაც 4 თვეში დაასრულა და  ისიც,  მისი ბევრი სხვა ნამუშევრისგან განსხვავებით, ყოველგვარი ზედმეტი გარჯის და თავდადების  გარეშე. პრემიერა შედგა 1814 წლის 27 თებერვალს, ვენაში, Redoutensaal- ში გამართულ კონცერტზე, სადაც  სულ რამოდენიმე თვის წინ ასევე შედგა მისი მე-7-ე სიმფონიის პრემიერა.

კომპოზიტორის მოსწავლის, კარლ ცერნერის კითხვაზე, თუ რატომ იყო მე-8-ე სიმფონია მე-7-ზე ნაკლებად პოპულარული, ბეთჰოვენმა უპასუხა: „იმიტომ, რომ მე-8-ე ბევრად უკეთესია.“

მანუელ დე ფალია – სამწვეტიანი ქუდი

მანუელ დე ფალია  – ჯადოქარი სიყვარული

მე-20 საუკუნის უდიდესი ესპანელი კომპოზიტორის, მანუელ დე ფალიას ორი ბრწყინვალე ნაწარმოებით დაიხურება 2019 წლის ფესტივალი „ღამის სერენადები.“

იმ ეპოქაში, როდესაც ესპანეთში ძალზე მწირი მუსიკალური ხელოვნება იქმნებოდა, დე ფალიამ ადვილად მოიხვეჭა მე-20 საუკუნის ერთადერთი სერიოზული ესპანელი კომპოზიტორის სტატუსი. თავის კომპოზიციებში მელოდიური, რითმული, ჰარმონიული და სტრუქტურული ესპანური მუსიკის ელემენტების ინკორპორირებით, დე ფალია ფეხდაფეხ მიჰყვება მე-19 საუკუნის უდიდესი კომპოზიტორების: გრიგის, რიმსკი კორსაკოვის, სტრავინსკის სტილს. 1907 წლიდან 1914 წლამდე დე ფალია ცხოვრობდა პარიზში, სადაც იგი შეხვდა და მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა რაველის, დებიუსის  და დუკასის მუსიკამ.

„ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

ფესტივალის მთავარი დირიჟორი გახლავთ ვახტანგ მაჭავარიანი.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობა;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.