გელა ფარჩუკიძე: “მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას”

გელა ფარჩუკიძე: "მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას"ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მრავალჯერ ნახა მისი შვილების მიერ შესრულებული ლეგენდარული “ქვინის” “ბოჰემური რაფსოდია” და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ მოეუწევს.

მაესტრო ბოდიშის მიზეზსაც ხსნის:

“მშვიდობა და სიკეთე ჩემო მეგობრებო და უცნობებო

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უკვე ბევრჯერ ნახა ჩვენი “BOHEMIAN RHAPSODY” და კიდევ ერთხელ მოუწევს ამისი ნახვა….(თუ სურვილი აქვს რა თქმა უნდა…

მართლა არ ვაპირებდი და მე თავად დამღალა ამ კადრების ყურებამ (განსაკუთრებით ზურგით რომ დგას იმ კაცმა)…

მაგრამ ამჯერად მხოლოდ გულის ტკენის გამო ვდებ ამ ვიდეოს….

რატომ და არიან ადამიანები (და თან მგონი ცოტანიც არა..), რომლებიც მიზანმიმართულად უტეხავენ ჩემს კაპელას (ჩემს შვილებს) სახელს, იმ მოტივით რომ ეს ბავშვები “პირს აღებენ ფონოგრამაზე”…

ნამდვილი მუსიკოსი, ვისთვისაც სცენა უცხო არ არის – ამას არც დაიჯერებს და გაეცინება კიდეც. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ჩანაწერი და ფონოგრამა არც გაუგია, იმათ მხოლოდ ესმით ის, რომ ეს ბავშვები “არ მღერიან”…

არც არაფრის ახსნას არ ვაპირებ და არც უმეცარი ბოროტი ადამიანების განათლებას, უბრალოდ მინდა უთხრა მავანთ – ბოროტების კეთება თავად ავტორს უბრუნდება და დაიცავით “იქედნეს ნაშიერნო” თქვენი ოჯახი თქვენივე ჩადენილი ცოდვებისაგან…

რა უნდა ისწავლონ პატარებმა თქვენგან…მე ვასწავლი იმას, რომ ქართველები ყველაზე კეთილშობილები და დიდებულები არიან დედამიწაზე…თქვენ კი საპირისპიროს ანახებთ ჩემს და თქვენს შვილებს…

ეს ბოროტებაა პატარების წინაშე…

ამის დასტურად, თუ როგორ მღერიან ცოცხალდ ჩემი “ბარტყები” -ჩვენ ყოველ სარეპეტიციო დღეს გიწვევთ ჩვენთან სკოლაში ნებისმიერ მსურველს…:

რუსთაველის 28 / ა ჭავჭავაძის 2, – ხელოვნების № 1 სკოლისა და ბავშვთა კაპელის შენობაში და ნახეთ (და ისწავლეთ) როგორ რთულად კეთდება ნამდვილი ხელოვნება პატარა პრინცებთან და პრინცესებთან… მერე იქნება აღარ მოგინდეთ მათი გულის ტკენა….

ხოდა აი, მათ “გასახარად” ვდებ ახლახან თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე გადაღებულ (თან ტელეფონით და უხარისხო გახმოვანებით !!!) ამ უკვდავ ნაწარმოებს “QUEEN”-ის სიმღერების საუკეთესო შემსრულებელთან, მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტის მქონე მომღერალ მარკ მარტელთან ერთად, რათა ისწავლონ მცირედი რამ ცოცხალ და “მკვდარ” შესრულებაზე, ხოლო მათ, ვისაც მართლა უყვარს ჩემი პატარები – კიდევ ერთხელ ვეფერებით ამ საოცარი მუსიკით…
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ძმური სიყვარულით მოვეფერო და მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ბრწყინვალე მუსიკოსებს, რომელთაც ამ საღამოს ღირსეული აკომპონირება გაუწიეს მარკ მარტელს და ჩემს ბარტებს..
ბატონებს:
უჩა მეტრეველი – გიტარა
ზურაბ კიკნაძე – გიტარა
ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი.
ირაკლი სანაია – კლავიში
გიორგი სამსონაძე – ბას გიტარა
მადლობა ძმებო!
მაშ ასე – ლეგენდარული ფრედი მერკური უკვდავი შედევრით… მარკ მარტელი და თბილისის ბავშვთა კაპელა… ისიამოვნეთ…”