17 სექტემბერი, 2019

გაიცანით რეზო ესაძე მხატვრის ამპლუაში

რეზო ესაძე ნახატებს გამოფენსალბათ ბევრმა რა იცის, რომ ცნობილი რეჟისორი რეზო ესაძე არაჩვეულებრივი მხატვარია.

17 სექტემბერს 16.00 საათზე აჭარის მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში რეზო ესაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

გამოფენა იმართება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის “BIAFF 2019”-ის ფარგლებში.
რეზო ესაძე დაიბადა 1935 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში.

1956 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1958 წელს ჩააბარა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე მიხაილ რომის სახელოსნოში.

არის დამდგმელი რეჟისორი მრავალი ფილმისა, მათ შორის: „წკიპურტები“ (1972), „ერთი ნახვით შეყვარება“ (1974), „ნეილონის ნაძვის ხე“ (1984) და ა.შ. , რომლებსაც არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო პრემია აქვს მინიჭებული.

როგორც მსახიობს შესრულებული აქვს 15 მთავარი როლი. ორი ლექსების კრებულის ავტორია, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა კავშირის წევრია, არაერთი საერთაშორისო გამოფენის ექსპონენტი, მხატვარი წიგნისა „სიბრძნე მინიატურაში“.

მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრების კატალოგში.

რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.