9 სექტემბერი, 2019

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას BIAFF 2019 – ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური უკვე ცნობილია.

ბათუმის საავტორო ფილმების რიგით მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2019 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.

ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2019 წლის 15-22 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 10 ფილმი:

1. “ ბიუზჰალტერი”, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ.
2. “გულგრილად ლამაზი”, კივანჩ სეზერი, თურქეთი, 2019, 94 წთ.
3. “და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019; 93 წთ.
4. „დღის სასიამოვნო დასასრული“, იაცეკ ბორცუხი, პოლონეთი, 2019; 96 წთ.
5. “მბრძანებლის ხმა”, გეორგი პალფი, კანადა / უნგრეთი / საფრანგეთი / შვედეთი / აშშ; 2018; 108 წთ
6. “სატყუარა”, მარკ ჯენკინი, დიდი ბრიტანეთი, 2019; 89 წთ.
7. “სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 92 წთ.
8. “სიზმრების ციხესიმაგრე”, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019 წელი, 86 წთ.
9. “სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ.
10. „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019; 108 წთ.

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესო ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო ქალის და მამაკაცის როლის შემსრულებელი.

BIAFF საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან:

ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე,

ტატიანა დეტლოფსონი (აშშ),

მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი),

კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი),

რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდუსტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Downtown Hotel”, სასტუმრო „Boulevard Hotel”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“,შპს „Legal Consulting Center“
კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა „კიმონო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181. 597-998272