10 სექტემბერი, 2019

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმშიბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ბათუმელი მსმენელისთვის შოპენის, შუბერტის და მიშელ სონის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა სოფო ხალვაშმაც მიიღო.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გამართული კონცერტი საქველმოქმედო იყო და გაყიდული ბილეთების თანხა სრულად გადაერიცხება ბათუმის 26-ე ინკლუზიურ სკოლას.

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ადგილობრივი ხელისუფლების და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა.