4 სექტემბერი, 2019

ელისო ბოლქვაძის მასტერკლასი ახალგაზრდა პიანისტებისთვის

ელისო ბოლქვაძის მასტერკლასი ახალგაზრდა პიანისტებისთვის4 სექტემბერს, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის მასტერკლასი ახალგაზრდა პიანისტებისთვის ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში შედგება ნორჩი პიანისტების მოსმენა საქართველოს ყველა კუთხიდან.

მონაწილეობის მისაღებად უნდა გაგზავნოთ 5-წუთიანი ვიდეო ჩანაწერი და პროგრამა, რომლის შესრულების სურვილიც გაქვთ. მოსმენის დროს პროგრამა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

ინფორმაცია გაგზავნეთ მეილზე: lyrafondation@yahoo.com