5 სექტემბერი, 2019

ელისო ბოლქვაძე Art-ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ელისო ბოლქვაძე Art-ბანაკის მონაწილეებს შეხვდაპიანისტი ელისო ბოლქვაძე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში Art-ბანაკის მონაწილეებს გონიოს ციხეში შეხვდა და ახალგაზრდებს მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გაეცნონ ისტორიას, მოინახულონ აჭარის რეგიონის უმთავრესი ძეგლი, ეს მათთვისაც დიდი სტიმულია და უმნიშნვნელოვანესია ახალგაზრდების კულტურული განვითარებისთვის.

მოხარული ვარ, რომ Art-ბანაკი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ახალი კომპონენტები დაემატა“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

Art-ბანაკი 1-10 სექტემბრის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 200-მდე ახალგაზრდა იღებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მცირე სკოლების მოსწავლეები.

ელისო ბოლქვაძე Art-ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

Art-ბანაკის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით მონაწილეებისათვის სპეციალურად შემუშავდა შემეცნებითი მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროგრამა.

წელს მუსიკალური ბანაკის შემეცნებით პროგრამებს უძღვებიან მუსიკისმცოდნე მარინა ლობჟანიძე, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ისტორიკოსი ლაშა ასლანიშვილი და მუსიკოსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასის ხელმძღვანელი ლია ბაიდოშვილი.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.