29 სექტემბერი, 2019

ეკა კვალიაშვილი – აბსოლუტურ სიმართლეს მოგითხრობთ

ეკა კვალიაშვილი - აბსოლუტურ სიმართლეს მოგითხრობთმომღერალი ეკა კვალიაშვილი აბსოლუტურ სიმართლეს მოგვითხრობს:

“აბსოლუტურ სიმართლეს მოგითხრობთ, ამას იმიტომ არ ვწერ, რომ რაღაც ემოციები გამოვიწვიო თქვენში.

მე, როგორც უამრავმა თქვენთაგანმა, გამოვიარე ოთხმოცდაათიანები…. და საოცრება, იმ ავბედით დროს, როდესაც არ იყო დენი, გაზი და ასე შემდეგ…. იყო სიმღერა, შოუბიზნესი, უჭირდა საქართველოს და სიმღერა, ხაზს ვუსვამ, ნამდვილი და არა ტაშიტუში. სიმღერა უნდოდა ყველას. ყ ვ ე ლ ა ს.

იყო დაფასება და სიყვარული, იყო თანადგომა, ერთმანეთს მხარს უმაგრებდა გაჭირვებული ერი, თბილისი…. მე მახსოვს გასტროლები და ბაბინებიანი მაგნიტოფონით დატრიალებული მინუს ფონოგრამები და პატარა პლასტმასის მიკროფონებში ცოცხალი შესრულებით ჩატარებული კონცერტები რეგიონებში, მაგრამ როგორც წესი, სიყვარული ახლდა ამ ყველაფერს და იყო საოცარი, ლამაზი ენერგიის გაცვლა ერთმანეთში…

დღეს დროებითი ტენდენციაა საქართველოში და ეს დროებითი გაგრძელდა ძალიან დიდხანს… აითქვიფა ერთმანეთში ჩრდილოვანი და პროფესიონალური კულტურა, დონე და მდაბიობა და ეს მდაბიობა დღეს გაფურჩქნულია და კმაყოფილი… ჩრდილოვან კულტურაში უამრავი ნიჭიერი და დონე მომღერალი და მუსიკოსია, მაგრამ თავისთვის ჩუმად მუშაობენ… სამაგიეროდ… მახსენდება შექსპირის 66-ე სონეტი და ვხვდები, რომ კაცობრიობა, მხოლოდ ტექნოლოგიურად იზრდება და ვითარდება, სული კი სამწუხაროდ…

მე დღეს სამწუხაროდ, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ დამჭირდა გვერდზე დგომა, რადგან, უკვე ვეღარცერთი გზა ვეღარ ვიპოვნე, არის მომენტი, როდესაც ხდება ასე.

გუშინ ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი იმისთვის, რომ აღარ ჩამოვთვლი ჯანმრთელობის თემებს, ეს ერთჯერადად მაინც მომეგვარებინა, სამწუხაროდ, არ მქონდა პიარი, რადგან ტელევიზიებსაც ვერ მივაწვდინე ხმა, გუშინდელი კონცერტი რისთვისაც ჩატარდა, მხოლოდ სცენის მონატრების დაკმაყოფილება იყო…

მთავარი პრობლემა დარჩა და ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ შეგხვდეთ ჩემი ანგარიშის ნომერი, ეს ქველმოქმედება 1 თვე იქნება, ანგარიშის ნომერი კი წერია.. იმედია, შევძლებ თქვენთან ერთად, თუ არა და სცენა ხომ მაინც მოვისიყვარულე….

საზღვარგარეთიდან თანხის გადმორიცხვა
TBCBGE22 საბანკო კოდი .ამის მერე ანგარიშის ნომერი
GE95TB7003145161100004 – TBC ბანკი .
საქართველოდან ამ ანგარიშით და პირადობის ნომრით – 01030004431