20 სექტემბერი, 2019

ეძღვნება ქუჩაში მოკლულ დაჩი დარჩიას

ეძღვნება ქუჩაში მოკლულ დაჩი დარჩიას34 წლის რეჟისორი და დიჯეი დაჩი დარჩია, სამსახურიდან გამოსული, ავლაბარში, სომხურ ეკლესიასთან, ერევნის სკვერში მოკლეს.

მომღერალმა ლიკა შუბითიძემ მისი კლიპების რეჟისორს სიმღერა მიუძღვნა. მასზე ვიდეორგოლი კი დაჩის დის, ფოტოხელოვან გედა დარჩიასთან ერთობლივი თანამშრომლობით შექმნა.

ლიკა შუბითიძე:

“ჩვენ გვყავდა ძალიან ნიჭიერი და კარგი მეგობარი დაჩი დარჩია.

დაჩი, კინო და მოგვიანებით ვიდეო კლიპების რეჟისორი იყო.

ასათიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დოკუმენტური ფილმის გადაღებისას, დაჩი დაუმეგობრდა ერთ პაციენტს, რომელიც თავის თავს ბექა ყინწვისელს ეძახდა. (ნამდვილი სახელი არ იცოდა არავინ).

ბექა ყინწვისელი მღეროდა სიმღერას “საგიჟეთში”.
მერე დაჩი მღეროდა ამ სიმღერას მეგობრების წრეში.
სიმღერის და ტექსტის ავტორი ვინ არის არ ვიცით.
ბექა ყინწვისელზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. თან რომ იყო და თან რომ არ იყო. ისე იყო.

დაჩის ძალიან უნდოდა რომ “საგიჟეთში” სიმღერის ჩვენი ვერსია გაგვეკეთებინა.
დაჩი 5 წლის წინ ქუჩაში მოკლეს..

გედა დარჩია დაჩის დაა.
გედა ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფია და მასთან ერთად შევქმენით ჩვენ ეს ვიდეო.

გავაკეთეთ ორი ვერსია – ინგლისური და ქართული.

ფოტოები გადაღებულია 2019 წლის იანვარში. საქართველოში – საგიჟეთში.

სიმღერას ბოლოს დაჩის ხმა ადევს…”