7 სექტემბერი, 2019

დიანა ღურწკაია წინასაარჩევნო სიმღერისთვის გააკრიტიკეს

დიანა ღურწკაია წინასაარჩევნო სიმღერისთვის გააკრიტიკესმომღერალი დიანა ღურწკაია წინასაარჩევნო სიმღერის შესრულებისთვის გააკრიტიკეს.

– „მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატებს“ – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც დიანა ღურწკაიამ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის ანდრეი მეტელსკის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე შეასრულა.

ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში ანდრეი მეტელსკის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა. რუსმა და ქართველმა ინტერნეტმომხმარებლებმა დიანა ღურწკაიაც გააკრიტიკეს და კონცერტის ორგანიზატორებიც.