დემნა გვასალია ვეტმანიდან მიდის

დემნა გვასალია ვეტმანიდან მიდისქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მის მიერვე დაარსებული ბრენდიდან ვეტმანიდან მიდის.

ინფორმაციას “Demna Gvasalia Daily” ავრცელებს:

“დიდი სიახლე: დემნა ტოვებს ვეტმანს!

დემნა აგრძელებს ბალენსიაგაში მუშაობას და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს გვაჩვენებს, (დემნა არ ტოვებს ბალენსიაგას, ტოვებს მხოლოდ ვეტმანს!) პარალელურად იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რომელიც ვეტმანისგან დამოუკიდებელი იქნება.

ვეტმანში რჩება დემნას ძმა, გურამი და ის უახლოეს მომავალში დააანონსებს ახალ თანამშრომლობას ბრენდებთან, თუმცა დღეიდან დემნა აღარ იქნება ვეტმანის მთავარი დიზაინერი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

დემნას მადლობას ვუხდით გასული 5 წლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ბალენსიაგაში და ახალ წამოწყებაში.”