8 სექტემბერი, 2019

დავით აღმაშენებლის მამიდა – მარიამ ბაგრატიონი

დავით აღმაშენებლის მამიდა - მარიამ ბაგრატიონისაქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მეფის – დავით აღმაშენებლის მამიდა მართა-მარიამ ბაგრატიონ-დუკასი იყო პირველი, რომელმაც საქორწინო კონტრაქტი შექმნა.

ზურაბ ცინცქილაძე:

”ორგზის ბიზანტიის დედოფალმა კონტრაქტში გარკვევით ჩააწერინა, რომ ყოველი ცოლ-ქმრული ცხოვრების წინ იმპერატორ მიხაილ დუკასს უნდა ებანავა.

ასე ასწავლა ბერძნებს ბანაობა.

მისი წყალობით ისწავლეს ჩანგლის ხმარება.

დედოფალი მარიამი ესწრებოდა წმინდა მეფეთ-მეფე დავითის მიერ მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას და მისივე რჩევით დაარსა წმინდა დავით მეფემ იყალთოს და გელათის აკადემიები.

დედოფალი მარიამის მოთხოვნით, ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ყველა ბერს ეროვნებით მოიხსენიებდნენ მემატიანენი საეკლესიო კრებულებში, რათა იბერიელ ბერ-მონაზვნების მიერ გაწეული ღვაწლი არავის მიეთვისებინა.”