30 სექტემბერი, 2019

დაუჯერეთ ილიკო სუხიშვილს

დაუჯერეთ ილიკო სუხიშვილსქორეოგრაფ ილიკო სუხიშვილს ცხოვრების თავისებური შეფასება აქვს. მისთვის ადამიანში მთავარი უღალატობა და ნდობაა:

“ადამიანში ყველაზე მეტად ნდობას და უღალატობას ვაფასებ…

რა თქმა უნდა, შეცდომები ცხოვრებაში ყველას მოსდის. პატიება და ბოდიშის მოხდა არავის უნდა ეთაკილებოდეს. მთავარია, რომ ენდო, არ უღალატო და არ გშურდეს, სხვა ყველაფრის პატიება შეიძლება.

დღეს ყველაზე მეტად სწორედ ნდობა გვჭირდება. აბა, კარგად გავჩხრიკოთ ამ ქართული ანდაზის დედააზრი: “კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო”.

მინდა, რომ ყველა ჩემი ახლობელი და მთელი ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან კარგად! ბევრისაგან განსხვავებით, ეს პოზა არ არის, ეს გულწრფელი სურვილია…“