5 სექტემბერი, 2019

ბრალდებები პლასიდო დომინგოს

ბრალდებები პლასიდო დომინგოსოპერის მსოფლიო ვარსკვლავს პლასიდო დომინგოს ბრალდებებს სუსტი სქესის წარმომადგენლები უყენებენ და მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

აგვისტოს დასაწყისში 9 ქალბატონმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ტენორი მათ კარიერის მოწყობის სანაცვლოდ სექსუალურად ავიწროვებდა. თუკი ისინი დომინგოს უარს ეტყოდნენ, ოპერის მომღერალი მათ დაბრკოლებებს შეუქმნიდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ქალმა დაადანაშაულა. როგორც ისინი აცხადებენ, პლასიდო დომინგო მათ ღამე ურეკავდა, პაემნებზე ეპატიჟებოდა, უნებართვოდ ეხებოდა და ტუჩებში კოცნას ცდილობდა.

11 ქალიდან უცხოური გამოცემა მხოლოდ ერთი ქალბატონის ვინაობას ასაჯაროვებს. ანჯელა უილსონი და პლასიდო დომინგო 1999 წელს ვაშინგტონის ოპერაში ერთად მღეროდნენ.

20-ვე ქალბატონის ბრალდებებს 78 წლის პლასიდო დომინგო მოგონილს უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს.