BIAFF კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

BIAFF 2019 - შერჩეული პროექტებიBIAFF 2019 – ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი  2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება.  მისი ორგანიზატორია  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერიაა.

BIAFF კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია. საკონკურსო  სექცია მოიცავს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლმეტრაჟიანი ფილმების სექციებს.

 

ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

 

BIAFF საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი 

1. ალექსანდრე მინდაძე, რუსეთი – ჟიურის  თავჯდომარე

2. ტატიანა დეტლოფსონი, აშშ

3. მარტინ ბლეინი, დიდი ბრიტანეთი

4. კარმენ გრეი, დიდი ბრიტანეთი

5. რუსუდან გლურჯიძე, საქართველო

 

BIAFF საერთაშორისო დოკუმენენტურ  ფილმების კონკურსი 

1. ქშიშტოფ  გიერატი, პოლონეთი – ჟიურის  თავჯდომარე

2. გასიდე გოლმაკანი, ირანი

3. კარენ ავეტისიანი, სომხეთი

4. ოლეს იანჩუკი, უკრაინა

5. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო

 

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფილმების კონკურსი 

1. ოთარ შამათავა, საქართველო – ჟიურის  თავჯდომარე

2. პოლ თილჯეს, ლუქსემბურგი

3. დევიდ ლორენცი, გერმანია

 

BIAFF – ქართველ კინორიტიკოსთა ჟიური 

1. ლელა ოჩიაური – ჟიურის  თავჯდომარე

2. ნინო მხეიძე

3. სალომე კიკალეიშვილი

 

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.  კინოთეატრ „აპოლოში“  ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდუსტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით  – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი,  “ბრიტანეთის საბჭო“,  გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Downtown Hotel”, სასტუმრო „Boulevard Hotel”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“,შპს „Legal Consulting Center“,

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,  ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურანლი „ინდიგო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org;  ტელ: 599-482181. 597-998272