ბექა ჭიჭინაძე: “აი, აქ ჩანს ქართული კულტურის ნამდვილი ფასი!”

ბექა ჭიჭინაძე: "აი, აქ ჩანს ქართული კულტურის ნამდვილი ფასი!"ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე ირწმუნება, რომ ქართული კულტურის უპირატესობა დოკუმენტურად, ციფრებში დასტურდება:

“როცა ქართული კულტურის უპირატესობა დოკუმენტურად, ციფრებში დასტურდება!!!

ყველა ძველქართული ტექსტი ერთ საიტზე – TITUS TEXTS, ესაა ინდოევროპულ ენათა ციფრული საცავი, გერმანელი ქართველოლოგის – იოსტ გიპერტის ღვაწლით მათ შორისაა ქართულიც (რომელ რუსს მოუვიდოდა ეს თავში აზრად?)

და რაც ყველაზე შთამბეჭდავი და საამაყოა, ქართული ენის ეროვნული კორპუსი დღევანდელი მონაცემების მიხედვით 130 მილიონი ტოკენის, ანუ სიტყვაფორმის მომცველია (შდრ. ბრიტანული ეროვნული კორპუსი – 100 მილიონი ტოკენი, სომხური ეროვნული კორპუსი – 110 მილიონი).

აი, აქ ჩანს ქართული კულტურის ნამდვილი ფასი! და ეს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის გარეშე, მხოლოდ მე-5- მე-18-საუკუნის ქართული ტექსტებიდან.

და ეს ყველაფერი მაშინ, როცა უდიდესი წილი ქართული ხელნაწერებისა განადგურებულია, ,,ბევრი წიგნი დაეკარგათ მას ჟამსა (თემურისგან ქართველ მეფეთა ბიბლიოთეკის ხელთგდებისას) ქართველთა, რამეთუ არ იყო სტამბა,” – იოანე ბატონიშვილი.