ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურაბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალი ახალგაზრდა ვირტუოზების გალა კონცერტით დასრულდა.

შემსრულებლებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით გაიმართა.

1-დან 10 სექტემბერის ჩათვლით ფესტივალში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის წარმოშობით ქართველი, საფრანეთში მოღვაწე ცნობილი მხატვრის ანრი მაჭავარიანის გამოფენა, გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო, გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსისა და კომპოზიტორის მიშელ სონის მასტერკლასები. მოეწყო ახალგაზრდული Art-ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა ელისო ბოლქვაძის კონცერტები ღია ცის ქვეშ ზუგდიში, დადიანების სასახლის ეზოში და ბათუმის ბულვარში.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა