3 სექტემბერი, 2019

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი იტალიელ შემსრულებლებს დაეთმო

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე იტალიელ შემსრულებლებს დაეთმობათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე, ბათუმის დრამატულ თეატრში, ახალგაზრდა ვირტუოზ პიანისტ ალექსანდრე გაჯიევს და ცნობილ იტალიელ ფლეიტისტ ლუიზა სელოს დაეთმო.

ფესტივალის ორკესტრს დირიჟორი დავით მუქერია ხელმძღვანელობდა.

კონცერტზე ვაჟა აზარაშვილის, ანტონიო ვივალდის, კარლ ფილიპ ემანუელ ბახისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები შესრულდა.

იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაფუძნებული ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი წელს მეშვიდედ იმართება.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს ცნობილი შემსრულებლები ეწვივნენ.

ხვალ, ფესტივალის მესამე დღეს ახალგაზრდა ქართველი პიანისტის დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. ბათუმის ფესტივალის ორკესტრს კი ცნობილი იტალიელი მაესტრო ჯანკარლო დე ლორენცო უხელმძღვანელებს.

ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე იტალიელ შემსრულებლებს დაეთმო