ბათუმის კინოფესტივალს საპატიო სტუმრები ეყოლება

BIAFF ბათუმის კინოფესტივალს წელს რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება, მათ შორის:

პოლ შრედერი (Paul Schrader) – ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი. მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან და არის ისეთი ფილმების სცენარისტი, როგორიცაა – „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარები“, „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ და ა.შ. შრედერი არის ასევე 18 მხატვრული ფილმის რეჟისორი. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებზე, NYC კინოკრიტიკოსთა წრეებში და ა.შ.

დენის ლავანი (Denis Lavant) – ფრანგი მსახიობი, თანამედროვე ფრანგული კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო როლი მათ შორის ცნობილი ფრანგი რეჟისორის ლეო კარაქსის ფილმებში.

ქშიშტოფ ზანუსი (Krzysztof Zanussi) – ცნობილი პოლონელი რეჟისორი. ზანუსის ფილმებს აღებული აქვთ უამრავი პრიზი მრავალ ცნობილ კინოფესტივალზე, მათ შორის – კანში, ლოკარნოში, როტერდამი, ვენეციაში, მონრეალში, ტოკიოში, ჩიკაგოში და და ა.შ.)

ალექსანდრე მინდაძე (Alexander Mindadze) – სცენარისტი და რეჟისორი (რუსეთი). ის ოცზე მეტი ფიმლის სცენრისტია, მათ შორის ვადიმ აბდრაშიტოვის მრავალი ფილმიცა. ალექსანდრე ბევრი სერთაშორისო კინოფესტივალის (ვენეცია, ბერლინალე და ა.შ.) ჯილდოს მფლობელია

ტატიანა დეტლოფოსონი (Tatiana Detlofson) – ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი ამერიკიდან. ტატიანა კოორდინაციას უწევდა კინოფილმის ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ნომინირებული მრავალი უცხოენოვანი ფილმის პრომოუშენს. მათ შორის ქართული ფილმების – „მანდარინები“ (ზაზა ურუშაძე), „საშიში დედა“ (ანა ურუშაძე), „სხვისი სახლი“ (რუსუდან გლურჯიძე).

გეილი ანე ჰურდი (Gale Anne Hurd) – ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი პროდუსერი. იყო პროდუსერი ფილმებისა – The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).

BIAFF ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

BIAFF კინოფესტივალი ყოველწლიურად ძალიან საინტერესო კინოპროგრამას წარუდგენს მაყურებელს როგორც საკონკურსო ისე არასაკონკურსო სექციებში. ყველა წელს ფესტივალს ასევე სტუმრობს მრავალი მნიშნველოვანი სტუმარი – რეჟისორები, პროდუსერები, მსახიობები…