23 სექტემბერი, 2019

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვაბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა.

დაჯილდოების და დახურვის საზეიმო ცერემონიალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

BIAFF 2019-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

გრანპრი – “და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019
საუკეთესო რეჟისურა – “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კაიან აჩიკგოზი, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
საუკეთესო მსახიობი ქალი – ჩემრე ებუზზია, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი – “სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია/აზერბაიჯანი/საქართველო, 2019

BIAFF 2019-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ქშიშტოფ გიერატ (პოლონეთი) – ჟიურის თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019 და „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019

BIAFF 2019-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ – ოთარ შამათავა – თავჯდომარე (საქართველო), პოლ თილჯეს (ლუქსემბურგი), დავიდ ლორენცი (გერმანია), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ცხოველი”, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ორ ფილმს:
“იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019
“საზამთროს წვენი”, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019

BIAFF 2019-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:
საუკეთესო მხატვრული ფილმი “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
მანუჩარ შერვაშიძეს (საქართველო)
პოლ შრედერს (აშშ)
დენის ლავანს (საფრანგეთი)
ალექსანდრე მინდაძეს (რუსეთი)

კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდა BIAFF 2019 ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები და გადაეცათ შემდეგი პრიზები:
ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი – 10,000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი – პროექტს „ნარინჯისფერი ცა“ – რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.

BIAFF კინოფესტივალის პრიზი – საერთაშორისო კინოფესტივალზე BERLINALE დასწრება – პროექტს „ტვირთი“- რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.
სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge” პრიზი – სატამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება – პროექტს „შენ გავხარ მამას“ – რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო„WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“,სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Downtown Hotel”, სასტუმრო „Boulevard Hotel”, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), ჟურნალი „ინდიგო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181, 593-998272