1 სექტემბერი, 2019

აჭის ეკლესია – ზოოპარკია თუ საპატიმრო?!

აჭის ეკლესია - ზოოპარკია თუ საპატიმრო?!აჭის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის XIII-XIV საუკუნეების დარბაზული ეკლესიაა გურიის სოფელ აჭში, რომელიც ისე დააგისოსეს, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის ზოოპარკის და საპატიმროს ასოციაციას იწვევს:

“მეტი რკინა აღარ იყო, რომ კიდევ დაეგისოსებინათ ტაძარი?! ზოოპარკია, თუ საპატიმრო?! დიდი სიმახინჯეა და იმ ძველი აჭის სილამაზე სრულიად დაკარგულია.

ცალკე პრობლემა ტაძარის ფასადებზე გაყვანილი კაბელები და მიჭედებული განათებაა (თუ ხმის გმაძიერებლები?!).

ესაა დამახინჯება ისტორიული ძეგლისა. სოს! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.”