ასე გამოიყურება ნაინსულტარი ალენ დელონი

ასე გამოიყურება ნაინსულტარი ალენ დელონიბოლო პერიოდში მსოფლიო ვარსკვლავი ალენ დელონი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხა.

მსახიობისთვის ეს ზაფხული მძიმე აღმოჩნდა – მან ინსულტი გადაიტანა.

მისმა შვილმა ალენ-ფაბიენ დელონმა მამასთან გადაღებული ფოტო გაავრცელა და მის სწრაფი ტემპით გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული ინფორმაციით, ათასობით ადამიანს გაუხარა გული:

“ყოველ დღე პროგრესი გვაქვს. ასეთ გამოჯანმრთელებაზე ოცნებაც არ შეგვეძლო. მამა გულითადად გიხდით მადლობას თითოეულს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენგან გრძნობს.”