18 სექტემბერი, 2019

არ გამოტოვოთ ცოტნე ზედგინიძის უფასო კონცერტი

არ გამოტოვოთ ცოტნე ზედგინიძის უფასო კონცერტიქართველ მოცარტად აღიარებული ცოტნე ზედგინიძის უფასო კონცერტი 27 სექტემბერს 18 საათზე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართება.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საფორტეპიანო მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ საღამოს სთავაზობს.

ცოტნე ზედგინიძე 9 წლისაა, წერს მუსიკას და მსოფლიო კომპოზიტორების ასრულებს ურთულეს ნაწარმოებებს.

კომპოზიტორმა გია ყანჩელმა ცოტნეს მოსმენის შემდეგ თქვა:

„ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან.“

პიანისტ ელისო ვირსალაძის თქმით კი:

„მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ შემხვედრია ისეთი მოვლენა, როგორიც ეს ბავშვია.”