5 სექტემბერი, 2019

12 სექტემბერს პროექტი – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ განხორციელდება

12 სექტემბერს პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ განხორციელდება12 სექტემბერს თბილისის მასშტაბით წელს მეექვსედ განხორციელდება პროექტი „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ეძღვნება. პროქტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდება, რომლებიც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის კონიუნქტურის გარეშე გააზრებას, მისი იდეების პოპულარიზაციას და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

წელს ღონისძებების თემატური პრიორიტეტი იქნება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ 140 წლის იუბილე და მცოცავი ანექსიის მოხშირებული შემთხვევების გათვალისწინებით ანტისაოკუპაციო მიმართულება. ეს ორივე თემა კი უშუალოდაა კავშირში ილიას როგორც საზოაგდო მოღვაწეობასთან, ისე მის შემოქმედებასთან.

სოციალური და საგანმანათლებლო დატვირთვის გასაძლიერებლად კი წელს, სპეციალურად პროექტის ავტორების ინიციატივთ, ღონისძიებებს დაესწრებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა დასახლებების მოსწავლეები.

პროექტის გახსნა, 12 საათზე, ტრადიციულად სიონის ტაძრის ეზოში შედგება (საიდანაც ილიას ცხედარი უკანასკნელ გზაზე გააცილა საზოგადოებამ), 15 საათზე ღონისძიებები გაგრძელდება მთაწმინდის პანთეონში, დასკვნითი ღონისძიება კი, 18 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
როგორც ყოველთვის ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

დეტალების შესახებ პროექტის ორგანიზატორი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ განახლებად ინფორმაციას საჯაროდ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.