ვერნერ რუდიგერის უნიკალური ფოტოები საქართველოზე

ვერნერ რუდიგერის უნიკალური ფოტოები საქართველოზეგერმანელი მოგზაურის ვერნერ რუდიგერის უნიკალური ფოტოები საქართველოზე ხელოვნების სასახლეს გადაეცა, სადაც ფოტოები ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს.

სულ მალე ორენოვანი ფერადი კატალოგი გამოვა, რომლის შემდგენელი გიორგი კალანდიაა, დიზაინერი კი – ირაკლი ზამბახიძე.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ცნობილმა გერმანელმა მოგზურმა, ქართული კულტურის დიდმა მხარდაჭერმა და ჩვენი ქვეყნის გამორჩეულმა პატრიოტმა ვერნერ რუდიგერმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს საკუთარი ფოტო კოლექცია სრულად გადასცა.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში, ტაო-კლარჯეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაღებული 300-ზე მეტი ფოტო და ნეგატივი ასახავს ქართველთა ეთნოგრაფიას, ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ქალაქების განაშენიანებას.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით მოხდა აღნიშნული კოლექციის ციფრულ მატარებლებზე გადატანა და უახლოეს მომავალში ვერნერ რუდიგერის ფოტო კოლექციის გამოფენასთან ერთად, გამოვა ორენოვანი ფერადი კატალოგი.”

ვერნერ რუდიგერის უნიკალური ფოტოები საქართველოზე

ვერნერ რუდიგერის უნიკალური ფოტოები საქართველოზე

ვერნერ რუდიგერის უნიკალური ფოტოები საქართველოზე