2 აგვისტო, 2019

ვაჟა ფშაველას ახალი გერმანული თარგმანები

ვაჟა ფშაველას ახალი გერმანული თარგმანებივაჟა ფშაველას შემოქმედება დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. მისი ნაწარმოებები არაერთ ენაზეა თარგმნილი. გამონაკლისი არც გერმანული ენაა.

გერმანიაში მოღვაწე პროფესორი თამაზ გვენეტაძე 23 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მას გამოცემული აქვს წიგნები ,,ჰერმან ვედეკინდი მოგვითხრობს საკუთარ ცხოვრებაზე“ და ,,ერთი მეგობრის ისტორია“.

მან თანამემამულეებს წარუდგინა ვაჟა-ფშაველას ახალი გერმანული თარგმანები ,,მოთხრობები უღრანი ტყიდან“ და ,,მინდია-გველის მჭამელი“.

ავტორმა თარგმანზე ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან იოლანდა მარშევასთან ერთად იმუშავა.