სვანეთში, უშგულის ლამარიას უნიკალური კარი მოხსნეს და შეცვალეს.
ინფორმაცია და ფოტო ლელა ნიჟარაძემ გაავრცელა, რასაც რეჟისორი მარიამ ხაჭვანი გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს დროული რეაგირება მოსთხოვა:
“ვისი ინიციატივა იყო ეს?! აგოს პასუხი საჯაროდ და დააბრუნოს თავისი კარი უკან!
რატომ არ აფასებთ განძს, კულტურას!
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო – სასწრაფოდ მოახდინეთ რეაგირება!”