3 აგვისტო, 2019

თენგიზ არჩვაძე: “თავს უხერხულად ვგრძნობ”

თენგიზ არჩვაძე: "თავს უხერხულად ვგრძნობ"მსახიობი თენგიზ არჩვაძე მაყურებლის მხრიდან სიყვარულით იმდენად არის განებივრებული, რომ მათი ზედმეტი ყურადღების გამო თავს უხერხულად გრძნობს:

“თაყვანისმცემლები ჩემს ცხოვრებაში ბევრნი იყვნენ. საიდან არ მომდიოდა წერილები: ციმბირიდან, ვლადივოსტოკიდან… უმეტესად ქალები მწერდნენ. წერილებს ჩემს მეუღლეს ვაძლევდი – შენ უპასუხე-მეთქი. დღეში ასი წერილიც მიმიღია, მაგრამ არ მაღიზიანებდა, მყვირალა სიტუაციებიდან ყოველთვის იოლად ვახერხებდი თავის დაძვრენას.

ბაზარში თუ ტრანსპორტში როცა მცნობენ და პატივისცემის გამოხატვა სურთ, თავს უხერხულად ვგრძნობ, მსურს განვერიდო.

სამარშრუტო ტაქსით რომ ვმგზავრობ ხოლმე, მგზავრობის ფულის გადახდას არ მაცლიან, ხან თავად მძღოლები არ მართმევენ ფულს. განსაკუთრებით უხერხულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ქალბატონები ამჟღავნებენ მსგავს პატივისცემას.

ჰოდა, ერთხელაც, ნასვამმა და საკუთარ თავზე გაჯავრებულმა, თითქოს გამოწვევა მივიღე და სამარშრუტო ტაქსის მთელ შემადგენლობას პატივი ვეცი – “ყველასი გადახდილია-მეთქი!”