9 აგვისტო, 2019

თენგიზ აბულაძის მიერ დაწუნებული კირა ანდრონიკაშვილი

თენგიზ აბულაძის მიერ დაწუნებული კირა ანდრონიკაშვილირეჟისორ თენგიზ აბულაძის გენიალურ ფილმებში თითოეული მსახიობი დიდი ყურადღებით და განსაკუთრებული რუდუნებით არის შერჩეული.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი რეჟისორმა ფილმისთვის “მაგდანას” ლურჯა” დაიწუნა.

ამ ფაქტს კირა ანდრონიკაშვილი ასე იხსენებს:

“თენგიზ აბულაძემ პირველად 7 წლის ასაკში გამსინჯა “მაგდანას ლურჯაში” გადასაღებად, მაგრამ დამიწუნეს – გლეხის ბავშვს არ ჰგავსო.

წლების შემდეგ როცა “მე ბებია, ილიკო და ილარიონის” სინჯებზე დამიძახა, მითხრა:

– აი, კირა, მაშინ გლეხის ბავშვად არ გამოდექი და ახლა ქალაქელი გოგოს როლში გიღებო.

ასე დაიბადა ცირა ფილმიდან “მე ბებია ილიკო და ილარიონი.”