28 აგვისტო, 2019

სულხან ცინცაძის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ”ღამის სერენადებზე”

სულხან ცინცაძის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ”ღამის სერენადებზე”28 აგვისტოს კლასიკური მუსიკის ფესტივალის ”ღამის სერენადების” მესამე საკონცერტო დღეს ქართველი კომპოზიტორების სულხან ცინცაძის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდება.

მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი და ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი დაუკრავენ ბენჯამინ ბრიტენის უბრალო სიმფონიას, პაბლო სარასატეს კარმენ ფანტაზიას ,სულხან ცინცაძის მინიატურებს და ვაჟა აზარაშვილის კონცერტს ჩელოსთვის.

ფესტივალი, რომელიც ლიანა ისაკაძემ დააფუძნა, კვლავ ბათუმში გრძელდება. მისი სამხატვრო ხელმძღვანელები გიორგი და ლიანა ისაკაძეები არიან. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ”ღამის სერენადების” საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები”.

ბენჯამინ ბრიტენი მე-20 საუკუნის უდიდესი ამერიკელი კომპოზიტორია. მისი „ უბრალო სიმფონია“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს   ქმნილებად არის მიჩნეული და „ა ლია ბაროკოს“ სტილში ორგანულად ჩაერთვება პროგრამაში. ბრიტენმა ის 20 წლის ასაკში დაწერა და სიმფონიის 4-ვე ნაწილი მე-8 საუკუნის სუიტის ნაწილებივითაა.

პაბლო სარასატე „კარმენ ფანტაზია“ კომპოზიტორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია. იგი შექმნილია ვიოლინოსთვის ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ თემაზე და პირველად შესრულდა 1882 წელს ფორტეპიანოს თანხლებით. კარმენ ფანტანი არის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული შესასრულებელი ნაწარმოები და ხშირად სრულდება სავიოლინო კონკურსებში. ოპერით შთაგონებული მღელვარე ტემპერამენტისა და შესასრულებლად ურთულესი ტექნიკის გამო იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავიოლინო ნაწარმოებად.

ვაჟა აზარაშვილი კონცერტი ჩელოსთვის – ვაჟა აზარაშვილი თავის შემოქმედებაში დიდ ყურადღებას უთმობს ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრს. 1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა. ის წარმატებით შესრულდა როგორც ქართულ, ისევე ევროპის საკონცერტო დარბაზებში. კონცერტის საპატიო სტუმარი იქნება კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

28 აგვისტოს ღონისძიებით დასრულდება „ღამის სერენადების“ ბათუმში დაგეგმილი კონცერტები. 2 სექტემბრიდან ფესტივალი თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი   არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.