10 აგვისტო, 2019

სამარცხვინო ახალი იატაკი ყინწვისში

სამარცხვინო ახალი იატაკი ყინწვისშიყინწვისში – ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ტაძარში ახალი იატაკი დააგეს, რომელიც სამარცხვინოა.

სოფო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე:

“ყინწვისის მხატვრობის ფერთა გამას და დომინანტურ ფერებს, ისტორიას და ასაკს, აი ამ ახალი იატაკის ფერს და ბზინვარებას რომ მიუსადაგებ…

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო მოწოდების სიმაღლეზეა.

განათლების, კულტურის და ა.შ. სამინისტროს ყველაზე თავხედი და კორუმპირებული სსიპ, რომელსაც ხელს არავინ აკარებს. როგორ შეეხებიან, რაც ამ ოფისში საქმეები შეიკერა, რას აღარ მოეწერა ხელი. საერთო დანაშაულთა ვრცელი ნუსხა ხელშეუხებლობის გარანტიაა.”