რეზო გაბრიაძის მსოფლიო აღიარება

რეზო გაბრიაძის მსოფლიო აღიარებარეჟისორ რეზო გაბრიაძის აღიარებით მისი თანამემამულეები ყოველთვის ვხარობთ.

ამჯერად მსოფლიო ყურადღების ცენტრში გენიალური შემოქმედის თეატრის საათი მოექცა – იგი ამერიკული გამოცემის რჩეული მონუმენტური საათების ჩამონათვალში მოხვდა.

თბილისში სტუმრად მყოფი ტურისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ შავთელის ქუჩაზე მდებარე რეზო გაბრიაძის თეატრის საათი მართლაც შთამბეჭდავია.

მონუმენტური საათების შესახებ სტატია ამერიკულმა გამოცემამ atlasobscura მოამზადა. „17 მონუმენტური საათი, რომლისთვისაც დროის დათმობა ღირს“ – ასე ეწოდება სტატიას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე ულამაზესი საათების ისტორიებია მოთხრობილი, მათ შორისაა რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრთან მდებარე საათიც.

„2016 წელს ულამაზეს ქვეყანაში – საქართველოში ვიმოგზაურე და თბილისში გადავაწყდით უჩვეულოდ გადახრილ საათ-კოშკს, რომელიც შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. შენობას გაბრიაძის თეატრი ეწოდება. ის ცნობილი ქართველი თოჯინების ოსტატის, რეზო გაბრიაძის მიერ არის დაარსებული. საათში ერთხელ ფანჯარა იღება და ანგელოზი ზარს რეკავს. საათის ქვემოთ იხსნება ეკრანი და აჩვენებს ცხოვრების წრეს – ახალგაზრდა წყვილით, ქორწინებით, ბავშვებით და დაკრძალვით.” – ასე აღწერს ერთ-ერთი უცხოელი ტურისტი რეზო გაბრიაძის თეატრის საათს.