1 აგვისტო, 2019

“ფორმულა კრეატივის” სპეციალური განცხადება

"ფორმულა კრეატივის" სპეციალური განცხადება“ფორმულა კრეატივის” წარმომადგენელი ირაკლი საღინაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“დღეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და აშკარად გაძლიერებული რუსული პროპაგანდა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებებს.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი მედია სივრცე და ჩაახშოს კრიტიკული აზრი. მოქალაქეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მრავალმხრივი და სრულფასოვანი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეჭვქვეშ დგას კონსტიტუციით დეკლარირებული დასავლური ღირებულებები.

კომპანია “ფორმულა კრეატივი” თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ მედია პლატფორმას. გვაქვს სურვილი და ვალდებულება შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედია-საშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზირებული მომავალი.”