პეტრას ციხეზე მუსიკალური ფესტივალი აღარ ჩატარდება

პეტრას ციხეზე მუსიკალური ფესტივალი აღარ ჩატარდებაპეტრას ციხეზე მუსიკალური ფესტივალი GR Fest-ი აღარ ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიო დეკანოიძემ გაავრცელა:

“ახლა ჩამოვედი ქობულეთიდან და მინდა გაგიზიაროთ, თუ რასთან მქონდა ბრძოლა ამ დღეების განმავლობაში.

მე გახლავართ GR Fest-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ პროექტის იდეა მდგომარეობდა შემდეგში – საქართველოში უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან გაგვემართა ივენთები, გადაგვეღო და გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის თუ როგორი უნიკალურია ჩვენი ქვეყანა.

ფესტივალის ფარგლებში, მოგეხსენებათ, ტარდებოდა მხატვრების გამოფენა, ასევე დაგეგმილი მქონდა პეტრას ციხის კედლების ამონათება, გაფორმდებოდა ჩირაღდნებით და რამდენიმე ჯაჭვის აბჯარში გამოწყობილი ადამიანით, რომლებიც გადმოდგებოდნენ კედელზე და ააფრიალებდნენ საქართველოს დროშას.

რატომ დავთმე პეტრას ციხე?! დამათმობინეს კი არა, გამომ.მევინეს იმიტომ, რომ სამღვდელოება შეუვალი აღმოჩნდა, ალბათ ნახეთ კიდეც როგორი ტყუილი იკადრეს, ვითომ ქობულეთის მოსახლეობა რომ აწერდა ხელს იმ საპროტესტო წერილს და ზესტაფონი, ქუთაისი, რუსთავის მაცხოვრებლები რომ აღმოჩნდნენ.

პეტრას ციხეზე ივენთის ჩატარების ნებართვა გვქონდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან, ვის დროებით მართვაშიც იყო პეტრას ციხე გადაცემული. მღვდლების პროტესტის შემდეგ ყველაფერი დაიწყეს ესეთი თანმიმდევრობით, ივენთამდე 9 დღით ადრე გამაფრთხილეს რომ თუ დაიწყებოდა პეტრას ციხის უეცარი სარეაბილიტაციო სამუშაოები (14 საუკუნის შემდეგ უეცარი) და მე ხელს შევუშლიდი რაიმე ფორმით, დავჯარიმდებოდი 12.000 ლარით, ასევე მოსახლეობას ექნებოდა პრეტენზია ხმაურზე და გამათიშინებდნენ მუსიკას 11-12 საათზე.

ჩამონათვალი დიდი იყო, საბოლოოდ რის გამოც მოგვკვეთეს პეტრას ციხიდან იყო შემდეგი მიზეზი და იცრუა ინტერვიუში, ვითომ უსაფრთხოების ზომები არ იქნებოდა დაცული და ამიტომ აღარ გვაძლევდნენ უფლებას ჩაგვეტარებინა ღონისძიება, როცა მთლიანი პერიმეტრი იღობებოდა მაღალი ჯებირებით, ასევე იღობებოდა ის ადგილი, რასაც ნაეკლესიარს ეძახიან და იქ ვერავინ შევიდოდა, გარე პერიმეტრს დაიცავდა დაცვის პოლიციის 100 თანამშრომელი და შიდა პერიმეტრს კი 50 რჩეული დაცვის თანამშრომელი – 150 კაცი ჯამში: კვების ობიექტი, ვისთანაც ვიყავი მოლაპარაკებული, მწერს წერილს, რომ ჩემთან თანამშრომლობა აღარ უნდოდა. ნუ მესმის ძალიან კარგად მათი, ტყუილად უნდა გაეწიათ ხარჯები და ფესტივალს კიდევ ძალიან ბევრი საფრთხე ჰქონდა.

საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ მინდოდა ძაან თესლი ვიდეოები გვქონოდა, მზის ჩასვლისას როგორი იყო პეტრაზე გულაობა, ღამე ჩირაღდნებით და კედლებზე აბჯარში ტიპები, ვისაც გთხოვეთ გარეკლამება ამ ფესტივალის, იმიტომ გთხოვეთ, რომ დარწმუნებული ვიყავი, იქ კარგ გარემოს დაგახვედრებდით და კიდევ ერთხელ ვაჩვენებდით, თუ როგორ გიჟივით გვიყვარს გულაობა და ცუდს არაფერს ვაკეთებთ ცეკვით.

აღარ არის პეტრა, მაგრამ იქნება ქობულეთის ფიჭვნარი, გადაღებაც აღარ იქნება, არც ჯაჭვის პერანგიანი გმირები გადმოკიდებენ ფიჭვებიდან დროშებს…

ვერავის ვერ გთხოვთ, მოდით და გვერდში დამიდექით და ბლა ბლა ბლააა… ..ე ბაზარია პეტრას გარეშე ეს ყველაფერი…

რას დაგპირდით და რა გამომივიდა, მაპატიეთ.”