18 აგვისტო, 2019

პაატა ბურჭულაძე ალენ დელონზე: “საცოდაობაა ჩემს გამო დაბლოკილი იყოს”

პაატა ბურჭულაძე ალენ დელონზე: "საცოდაობაა ჩემს გამო დაბლოკილი იყოს"ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე მსოფლიო ვარსკვლავზე ალენ დელონზე აცხადებს, რომ მის გამო, მსახიობი დაბლოკილია:

“ალენ დელონის ჩამოსვლა ჩემს საიუბილეო საღამოზე დიდი პატივი იყო მთელი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი მთავრობა, ცხადია, ვერც ამის მნიშვნელობას გაიგებენ.

ეს დღეები ისეთი სიყვარული გამოხატა დელონის მიმართ ხალხმა, რომ საცოდაობაა ჩემს გამო დაბლოკილი იყოს “იმედზე” ისტორიული კონცერტი, სადაც ლეგენდარული არტისტის გარდა, სრულიად ფემომენალური მუსიკოსები და სოლისტები მონაწილეობენ. 2016-ის შემდეგ აღარ გაუშვიათ…

მესმის, რომ ბატონ ბიძინას არ ესიამოვნება ჩემი კადრების ხილვა და შეიძლება სამსახურის დაკარგვის საფრთხეც დაუდგეს ვინმეს, ამიტომ ნებას გაძლევთ, ამოჭრათ ჩემი კადრები და მაყურებელს მისცეთ შესაძლებლობა, ისიამოვნონ და იამაყონ მსოფლიოში რომ ძალიან იშვიათად მინახავს ისეთი გალა-კონცერტით.”