24 აგვისტო, 2019

ოდრი ჰეპბერნის უმარტივესი რეცეპტი სილამაზისთვის

ოდრი ჰეპბერნის უმარტივესი რეცეპტი სილამაზისთვისულამაზესი ოდრი ჰეპბერნის სილამაზის საიდუმლო ნამდვილად წვრილმანებშია.

მსახიობის რეცეპტი უმარტივესია და ყველა ქალბატონს გამოადგება:

“მიმზიდველი ტუჩები რომ გქონდეთ, მხოლოდ კეთილი ამბები მოყევით;

ლამაზი თვალები რომ გქონდეთ, მხოლოდ სიკეთე ასხივეთ;

მოხდენილი სხეული რომ გქონდეთ, გაუყავით საკვები გაჭირვებულებს;

ლამაზი თმა რომ გქონდეთ, მიეცით უფლება ბავშვებს თმებზე თავისი პატარა ხელები ჩამოგისვათ, თუნდაც დღეში ერთხელ;

თავდაჯერებული რომ იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ;

ადამიანებს ავეჯზე მეტად სჭირდებათ რესტავრაცია, ამიტომ არასდროს არავინ “გადააგდოთ”;

თუ დახმარების ხელი დაგჭირდათ, გახსოვდეთ, ის ყოველთვის თქვენთან არის – თქვენი საკუთარი ხელი. ასაკის მატებასთან ერთად მიხვდებით, რომ ორი ხელი გაქვთ – ერთი, რომელიც თქვენ გეხმარებათ და მეორე, რომელიც ეხმარება სხვებს;

ქალის სილამაზე არ არის ჩასაცმელი, სხეული და ვარცხნილობა. ის თვალების სიკაშკაშეშია. თვალები ხომ

კარიბჭეა გულისკენ, სადაც სიყვარულია დაბუდებული;

ქალის სილამაზე არც მისი გარეგნობაა, ჭეშმარიტი სილამაზე მისი სულიდან გამოსჭვივის. ეს არის მზრუნველობა, რომელსაც იგი სიყვარულით ჩუქნის გარშემომყოფებს.

მერწმუნეთ, ქალის სილამაზე ასაკის მატებასთან ერთად უფრო მშვენიერი ხდება.”