16 აგვისტო, 2019

ნუ აბინძურებთ სვეტიცხოველს!

ნუ აბინძურებთ სვეტიცხოველს!სვეტიცხოველს – უძველეს ქართულ ეკლესიას განსაკუთრებული მოწიწებით ვეპყრობით, თუმცა ტაძარში არის ადგილი, სადაც მინის ქვეშ ვიზიტორები ფულს ყრიან.

ეს ფაქტი რადიკალურად მიუღებელია ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძისთვის:

“ეს, სვეტიცხოველია, მე-4 საუკუნის ნაგებობის შემორჩენილი ბალავერი… წმინდა ადგილია. აქ ბინძურ ფულს ყრიან, მერე ალბათ სვეტიცხოველის მომსახურე პერსონალი იღებს და დანიშნულებას უძებნის!

მოკლედ – ეს ბინძური ფული ტაძრის ტერიტორიაზევე მდგარ მოწყალების ყუთებში ჩაყარეთ, ან იქვე მდგომ გაჭირვებულებს გადაეცით… ნუ აბინძურებთ ტაძრის ტერიტორიას!”