26 აგვისტო, 2019

მუქარა ირაკლი კაკაბაძეზე

მუქარა ირაკლი კაკაბაძეზემწერალ ირაკლი კაკაბაძეზე მუქარა განხორციელდა.

ინფორმაცია საქართველოს პენცენტრმა გაავრცელა:

“საქართველოს პენცენტრის წევრზე, მწერალ ირაკლი კაკაბაძეზე ინტერნეტით განხორციელდა ფიზიკური ძალადობის შემცველი მუქარა ფარნაოზ ჭკადუას და მისი თანამზრახველების მხრიდან, რაც უკავშირდება ირაკლი კაკაბაძის პროფესიულ საქმიანობას. ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა.

საქართველოს პენცენტრი სასტიკად გმობს ირაკლი კაკაბაძის წინაამღდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მუქარას და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ჯეროვნად გამოიძიებენ ინციდენტს, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.”