მუხრან მაჭავარიანის ოქროს სიტყვები

მუხრან მაჭავარიანის ოქროს სიტყვებიპოეტ მუხრან მაჭავარიანის თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა თუ ლექსის ტაეპი სამშობლოს სიყვარულით არის გაჟღენთილი.

ამის დასტურია მთლიანად მისი შემოქმედება, თუმცა ლექსი, რომელსაც ”არტინფო” გთავაზობთ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ზუსტად ეხმაურება:

“თუ ფიქრობს ვინმე, –
გავკმინდოთ ენა! –
შენც არ მომიკვდე! –
არა და ვერა!
შოთა რომ არა!
ვაჟა რომ არა!
ტატო რომ არა! –
კიდე, -ხო, მარა….
ესენი როა?!
ესენი როა! –
ახლა კი დროა! –
ახლა კი დროა! –
სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა!
დღე მოიწევს კრიალა
ირიჟრაჟებს…. დღე მოიწევს კრიალა, –
ტოროლა ცას შეასკება… იალა!..
ჩირგვიანა,
ჩიტიანა,
ხიანა,
ფოთლიანა,
ღელიანა,
ტყიანა, –
დედამიწა ხარობს ყველაფრიანა!
ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა! –
გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად! –
მიწიანა,
კაციანა,
ციანა, –
საქართველოს მოთმინების ფიალას!”