“მოვიშოროთ ჩვენს სულებში ჩალექილი მონობის შლამი”

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც - ოთარ ჭილაძემონობის შლამის სულებიდან მოშორება – ეს იყო მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც ქართველებში ოთარ ჭილაძეს სურდა:

“ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ჩვენს სულებში საუკუნეთა მანძილზე ჩალექილი მონობის შლამი, დავიბრუნოთ ჭეშმარიტი სახე, ჭეშმარიტი ბუნება და აღვიდგინოთ ისტორიული მახსოვრობა.

ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ან თავისუფლების შესანარჩუნებლად, ან თავისუფლების კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად ვიბრძვით…”