25 აგვისტო, 2019

მოდელი ანა რეხვიაშვილი განყოფილებაში დაიბარეს

მოდელი ანა რეხვიაშვილი განყოფილებაში დაიბარესმოდელი ანა რეხვიაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.

მას ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება დააწერინეს.

სამოდელო სააგენტო “ნატალის” მოდელი საზოგადოებამ გაკიცხა და გალანძღა, ნაწილმა კი აგინა.

ანა რეხვიაშვილი:

“მოგმართავთ თითოეულ იმ ადამიანს, რომლებიც მე მაკრიტიკებდით და მლანძღავდით კნუტის გამო…

ის კნუტი თქვენზე კარგად გრძნობს თავს და ვუვლით. მე სოფელ მარტვილში ვისვენებდი და, ზოგადად, სოფელში მსგავსი რაღაცეები ხშირად ხდება.
ბავშვი, რომელმაც კატა მოისროლა, ჩემი შვილი არ იყო, მასზე ხელი რომ ამეწია, როგორც თქვენ იძახით, უნდა გეცემაო…

ვიყავი განყოფილებაში და დავწერე ახსნა-განმარტება. არ მეზარება, ახლაც შემიძლია ყველაფერი დავწერო რაც მოხდა კადრს მიღმა!

ბავშვი სანამ კატას მოისვრიდა, სიმინდს ხარშავდნენ, მინდოდა ვიდეო ამისთვის გადამეღო, როცა ვიდეო ჩავრთე, კამერა გვერდზე მივატრიალე და მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს, იმიტომ ვუყვირი ვიდეოში ამ ტონით.

ვიდეო როცა გავთიშე, ტელეფონი გვერდზე დავაგდე და ფისო ჩემი ხელით ამოვიყვანე. მას ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია. არ შემეძლო ფისოს იმ მომენტში გადარჩენა.

ვეწინააღმდეგები ცხოველებზე ძალადობას, მიყვარს ცხოველები და სანამ გამკიცხავთ, ჯერ გაიგეთ სინამდვილეში რა მოხდა, პირდაპირ გინებაზე რომ გადმოდიხართ.

მივმართავ ინგა გრიგოლიას – შენსგან განსხვავებით, ზრდილობა გამაჩნია და საჯაროდ არ ვიგინები, როცა ფაქტი გამოძიებული არ არის. ჟურნალისტი ხარ და უნდა აანალიზებდე სინამდვილეში რა ხდება და დამნაშავე ვინაა!

იმ ვიდეოში სად დაინახეთ, რომ ბავშვს ვაქეზებდი რომ ეძალადა, ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ ქართველები ვერ აზროვნებთ, გინების მეტი არაფერი არ იცით.

მრცხვენია! თქვენი ხალხი რო იხოცება, მაგაზე არ რეაგირებთ!”